ჩვენი ისტორია

მოდა, ესაა ხელოვნება, რომელიც გვეხმარება გამოვხატოთ ჩვენი ინდივიდუალურობა და კრეატიულობა. წარმოვაჩინოთ ხასიათი და ვაჩვენოთ ყველას ჩვენს გარშემო. ჩვენი მისიაა, შევქმნათ ტყავის აქსესუარები როგორც ნათელი და მხიარული ფერებით, ასევე ნატურალური ტყავის ტონებით. ტრადიციული ორნამენტები, თანამედროვე ფორმები და გეომეტრიული დიზაინი. ჩვენი პროდუქციის დიზაინი მოდის ყველა კუთხეს მოიცავს. ჩვენი ვამზადებთ ყველაფერს, არ აქვს მნიშვნელობა ჩანთას კონკრეტული მიზნისთვის ეძებ, თუ უბრალოდ გინდა აქსესუარი, რომელიც თავად იტყვის თავის სათქმელს. ყველა აქსესუარი დამზადებულია ხელით, ერთ სივრცეში, პირადად თქვენთვის, ინდივიდუალური ფასით.

დაათვალიერე, შეარჩიე, აქციე შთაგონებად.

გეფერინი არის ქართული ბრენდი, დაფუძლებული ჩემი, ილია გეფერიძის და ჩემი მეუღლის, სოფია ხოსიტაშვილის, მიერ. დავიწყეთ მცირე საწარმოთი და დროთა განმავლობაში, ეს ყველაფერი აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ, ტყავის აქსესუარების ბრენდად იქცა.